ზატულინის თქმით „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთება არც ისე პოპულარულია

23.08.23 18:16
ზატულინის თქმით „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთება არც ისე პოპულარულია

ზატულინის თქმით „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთება არც ისე პოპულარულია.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად, უპირველეს ყოვლისა, „ამ რესპუბლიკების“ მოქალაქეების ნებაა საჭირო. ინფორმაციას გამოცემა „Газета.Ru“ ავრცელებს.

ზატულინის განცხადებით, „ამ რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთებით შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაფუჭდეს, საქართველოში „რადიკალებს“ კი გაუმყარდებათ აზრი, რომ მოსკოვი „აგრესორია“

„ვსვამ კითხვას, ამ წუთას, როდესაც სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვაწარმოებთ (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბით შეჭრას. რედ) გვჭირდება ამ ურთიერთობების გამწვავება? მე ასე არ ვფიქრობ“, - ამბობს ზატულინი.

ზატულინის თქმით, აფხაზებს ეშინიათ, რომ თუ მიწის შესყიდვაზე შეზღუდვები მოიხსნება, „ისინი საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში“ დარჩებიან“.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

მსგავსი სიახლეები