ფაშინიანმა სომხეთის გენშტაბის მეთაური გადააყენა

10.03.21 16:14
ფაშინიანმა სომხეთის გენშტაბის მეთაური გადააყენა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის მეთაური ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.  გასპარიანის გათავისუფლებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ მან  40-მდე სამხედროსთან ერთად წერილი გაავრცელა, სადაც სოხმეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდა. ფაშინიანმა სამხედროების მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

ონიკ გასპარიანი ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის სამხედრო გენერალურ შტაბს მეთაურობდა.