ავსტრიაში AstraZeneca-ს ათასობით ქილა ნაგავში გადაყარეს

ავსტრიაში ABV 5300 ჯგუფის AstraZeneca-ს პარტიის მიღება შეწყვიტეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა აღნიშნული პარტიის პრეპარატით აცრილი 49 წლის მედდა გარდაიცვალა. ავსტრიის ჯანდაცვის ფედერალური სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და ირკვევა, არის თუ არა კავშირში პრეპარატი AstraZeneca მედდის გარდაცვალებაში.
უსაფრთხოება რომ დავიცვათ, ვაქცინის ჯგუფის დარჩენილი მარაგი აღარ გაიცემა. ამჟამად ვაქცინაციასა და ექთნის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის ფაქტი არ არსებობს. მიმდინარეობს გამოძიება, რომ შესაძლებელი გახდეს სრულად გამორიცხვა, - აღნიშნავენ ავსტრიის ჯანდაცვის ფედერალურ სამსახურში.
49 წლის მედდა AstraZeneca -თი აცრიდან მეთორმეტე დღეს გარდაიცვალა.