ისრაელი გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს იტყვის

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს ამბობს.
”მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ “, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა.
ცნობისთვის, გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა ანტონიო გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. ეს მოწოდება მან მას შემდეგ გააჟღერა, რაც გუტიერეშმა თქვა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში" არ მომხდარა.