გაერო-ში ისრაელის ელჩი გაერო-ს გენერალური მდივნის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს

24.10.23 20:25
გაერო-ში ისრაელის ელჩი გაერო-ს გენერალური მდივნის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა ანტონიო გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. ეს მოწოდება მან მას შემდეგ გააჟღერა, რაც გუტიერეშმა თქვა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში" არ მომხდარა.

არ არსებობს გამართლება და არ აქვს აზრი იმათთან საუბარს, ვინც იჩენს გულისხმიერებას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი ქმედებების მიმართ", - განაცხადა ელჩმა.

დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან". მან სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ვერ გაამართლებს ჰამასის შემზარავ თავდასხმებს, ასევე, ეს თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის "კოლექტიურად დასჯას".

მსგავსი სიახლეები