არ გვსურს, საავადმყოფოში იარაღით ბრძოლა ვიხილოთ - თეთრი სახლი

15.11.23 10:27
არ გვსურს, საავადმყოფოში იარაღით ბრძოლა ვიხილოთ - თეთრი სახლი

არ გვსურს, საავადმყოფოში იარაღით ბრძოლა ვიხილოთ - ასე ეხმაურება თეთრი სახლი ისრაელის მიერ ალ-შიფას საავადმყოფოში დაწყებულ ოპერაციას და აცხადებს, რომ საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმას მხარს არ უჭერენ

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმას და არ გვინდა ვიხილოთ იარაღებით ბრძოლა საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები, უმწეო ადამიანები, ავადმყოფები, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ჯვარედინ ცეცხლში მოხვდნენ,“- განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.

მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ საავადმყოფოები და პაციენტები დაცული უნდა იყვნენ.

შეგახსენებთ, ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ტერორისტების გასანეიტრალებლად ოპერაცია დაიწყო