ისრაელში შექმნეს ,,ჭკვიანი" ასფალტი, რომელიც ყინვისა და თოვლისგან ავტომატურად იწმინდება

ისრაელში კომპანია SAN Hitech-მა შექმნა ე.წ. ,,ჭკვიანი" ასფალტი, რომელსაც შეუძლია, თოვლისა და ყინვისგან ავტომატურად გათავისუფლდეს. საფარი უკვე ჩაუშვეს ექსპლოატაციაში. მას ადამიანის მომსახურება საერთოდ არ სჭირდება, ასფალტის ქვეშ სითბოს სენსორებით აღჭურვილი მეტალის ბადეა მოთავსებული. გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს სენსორი მუშაობას იწყებს და ყინვის, თუ თოვლის ფენას ავტომატურად ალღობს. სისტემა მინუს 50 გრადუს ყინვასაც კი წარმატებით ებრძვის, მის გასალღობად კი სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება.
2021 წლის ბოლოდან ,,ჭკვიანი ასფალტის" გამოყენება იგეგმება არა მარტო გზადკეცილებზე, არამედ ქალაქის ქუჩებში, აეროპორტებში.