იაპონიამ მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა

27.12.23 15:30
იაპონიამ მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა

იაპონიამ მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს გაითიშა. მის ხელახალ ამუშავებას მთავრობის ნებართვა სჭირდებოდა. 

იაპონიის ბირთვული რეგულაციის სამსახურმა დაასკვნა, რომ TEPCO-ს სადგურის მზაობა დამაკმაყოფილებელი იყო. 

გადაწყვეტილების შემდეგ TEPCO-მ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. 

იაპონია ბოლო წლების მანძილზე ცდილობს აღადგინოს ატომური ელექტროსადგურები უსაფრთხოების პირობების დაცვით, რათა შეამციროს ენერგოდამოკიდებულება იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე.