რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო ობიექტები ერთი მეორეს მიყოლებით იწვის - სამიზნეშია მოსკოვიც

10.07.26 20:52
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო ობიექტები ერთი მეორეს მიყოლებით იწვის - სამიზნეშია მოსკოვიც

უკრაინული დრონებით როსტოვის ოლქში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე იერიში განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ნავთობპროდუქტების საცავები, ტაგანროგის პორტის ნავთობტერმინალი და აზოვის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა იყო.

ცეცხლი ორ ნავთობპროდუქტების საცავში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტაგანროგში ხანძრის ლიკვიდაცია საზღვაო პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, აზოვში კი დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების შენახვის ორ ობიექტზე გაჩნდა ცეცხლი.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ. უკრაინული მხარე რუსეთში სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსული არმიის წინსვლის ტემპი ორჯერ შენელდა. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების გეგმა ვერ განხორციელდა, ხოლო ფრონტზე ძალთა თანაფარდობა, მისივე შეფასებით, 40/60-ზეა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები