CNN: ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ, რომელიც ტრამპის მკვლელობას ითვალისწინებდა

10.07.26 12:18
CNN: ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ, რომელიც ტრამპის მკვლელობას ითვალისწინებდა

ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიზანიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ირანის ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა, გაურკვეველია, მიანიშნებდა თუ არა ის, ისრაელის მიერ მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.

მათ აშშ-ს ლიდერის ფიზიკური განადგურება სურთ, ანუ ჩემი. მე მათ სიაში ვარ. როგორც ამ დილით ვნახე, მე მათ ყველა სიაში ვარ. აქამდე გამიმართლა, მაგრამ შეიძლება ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. ესენი ბოროტი, ავადმყოფი ხალხია. ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ ეს ავთვისებიანი სიმსივნე, სწორედაც, რომ სიმსივნე. ამ დროს რას აკეთებთ, იცით? მას ადრეულ ეტაპზევე მთლიანად კვეთთ. ასეთია ჩემი პოზიცია,’’ - განუცხადა ტრამპმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ირანის სამიზნეს აშშ-ს ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირებიც წარმოადგენენ. აშშ-ის მაღალი რანგის პირები ცდილობენ დაადგინონ აქტორები, რომლებიც საუბრობდნენ თავდასხმაზე. 

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ერთი გაფრთხილება ამ კვირას მოხდა. მეორე წყაროს ინფორმაციით კი, აშშ-ს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ტრამპის მკვლელობის შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ისრაელის მიერ მიუწოდებული გაფრთხილება ახალი იყო და კონკრეტულ შეთქმულებას გულისხმობდა.