ის, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს - ნეთანიაჰუს პასუხი ერდოღანს

27.12.23 18:49
ის, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს - ნეთანიაჰუს პასუხი ერდოღანს

ის უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს - ასე პასუხობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერთან გააიგივა.

ნეთანიაჰუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქურთების გენოციდში ადანაშაულებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა და ერდოღანი მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს.