ათენში, სამინისტროს წინ ბომბი აფეთქდა - უწყება სამართალდამცველების ალყაში მოექცა
ათენში, ერთ-ერთი სამინისტრო შენობის წინ ბომბი აფეთქდა - ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების თაობაზე სატელეფონო ზარი ჯერ პოლიციაში შევიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სამინისტროს ალყა შემოარტყეს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს. აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობა - ჩამტვრეულია ფანჯრები. გამოძიება დაწყებულია.