EU წითელ ზღვაში ჰუსიტებისგან გემების დასაცავად საზღვაო მისიას შექმნის
ევროკავშირი წითელ ზღვაში გემების ჰუსიტებისგან დასაცავად საზღვაო მისიას შექმნის. ინფორმაციას ჯოზეფ ბორელი ადასტურებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან თავის დასაცავად დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბორელი გამოეხმაურა ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ გახორციელებულ იერიშსაც, რომელიც ამერიკამ წამოიწყო. ბორელი ფიქრობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო.