მობილიზებული სამხედროების ცოლების აქცია მოსკოვში - დაკავებულების უმეტესობა ჟურნალისტია

04.02.24 10:24
მობილიზებული სამხედროების ცოლების აქცია მოსკოვში - დაკავებულების უმეტესობა ჟურნალისტია

მოსკოვში დაკავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ხელბორკილები უმეტესად ჟურნალისტებს დაადეს. კრემლისგან დამოუკიდებელი გამოცემები წერენ, რომ პოლიცია უმეტესად მათ აკავებდა, ვინც მარადიულ ცეცხლთან ყვავილების მიტანის კადრებს იღებდა.

 წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს "ფრანს პრესის", "შპიგელისა" და "კომერსანტის" რეპორტიორები. დაკავებულთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც.

დაკავებების სერია წითელ მოედანზე დაიწყო, სადაც მობილიზებილი სამხედროების ცოლები  აქციას მართავდნენ. ქალები ქმრების სახლებში დაბრუნებას ითხოვენ.