ჩილეში ტყის ხანძრებს 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ეძებენ 200-მდე ადამიანს

04.02.24 10:27
ჩილეში ტყის ხანძრებს 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ეძებენ 200-მდე ადამიანს

ჩილეში ტყის ხანძრებს 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეძებენ 200-მდე ადამიანს. ქალაქ ვინა დელ მარში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც ცეცხლის 92 აქტიურ კერას აქრობენ.

არსებული ცნობებით, გადამწვარია 43 ათასი ჰექტარი ტერიტორია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია და სატვირთო მანქანებიც.

ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები