ყვავილები ნავალნის პატივსაცემად - რუსეთში მილიციამ ზომები გაამკაცრა

16.02.24 18:42
ყვავილები ნავალნის პატივსაცემად - რუსეთში მილიციამ ზომები გაამკაცრა

რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან ყვავილები მიაქვთ და ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ.

რუსეთის მილიციამ ალყა შემოარტყა ძეგლებს და სამოქალაქო პირებს მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

"პუტინი მკვლელია" - ამ სახელწოდებით მიმდინარეობს აქცია პარლამენტის წინ, თბილისში. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულები ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურებიან.

პარლამენტთან მოქალაქეებს მიტანილი აქვთ სანთლები და ნავალნის ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

ნავალნის გარდაცვალება ციხეში - დღეს ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იქნება. მათ უერთდებიან ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, საქართველო, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია.

მსგავსი სიახლეები