პუტინი ბაიდენზე: ადეკვატური რეაქციაა - მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ“

22.02.24 21:34
პუტინი ბაიდენზე: ადეკვატური რეაქციაა - მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ“

"ბაიდენის სიტყვები ადეკვატური რეაქციაა", - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პროკრემლის ჟურნალისტ, პაველ ზარუბითან საუბარში გააკეთა. პუტინის ციტატას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

პუტინმა ივარაუდა, რომ "გიჟი ნაბიჭვარის" შესახებ სიტყვები მის ბოლო ინტერვიუზე რეაქცია იყო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთისთვის უკეთესი სამომავლო პრეზიდენტია, ვიდრე დონალდ ტრამპი.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენის სიტყვების შემდეგ მან თავისი აზრი არ შეიცვალა და ჯერ კიდევ თვლის ბაიდენს რუსეთისთვის უკეთეს ვარიანტად.

და იქიდან გამომდინარე, რაც მან ახლა თქვა, სრულიად მართალი ვარ. ვინაიდან ეს ადეკვატური რეაქციაა იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? რადგან მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, ძალიან დამეხმარე”, - განაცხადა პუტინმა.