მოლდოვას "რეჟიმი" კიევის კვალს მიჰყვება - ლავროვი დნესტრისპირეთის სეპარატისტების თხოვნაზე

"მოლდოვას "რეჟიმი" კიევის კვალს მიჰყვება", - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დნესტრისპირეთის სეპარატისტების მიერ მოსკოვისთვის დახმარების თხოვნით მიმართვას.
მან განცხადება ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სიტყვის გამოსვლის დროს გააკეთა.
კითხვები უნდა მივმართოთ მათკენ, ვინც გახდა დნესტრისპირეთის პარლამენტის ასეთი განცხადების მიზეზი. პირველ რიგში, რეჟიმი, რომელიც დასახლდა კიშინიოვში და რომელიც უბრალოდ მიჰყვება კიევის კვალს. რეჟიმმა გააუქმა ყველაფერი რუსული, რუსული ენის დისკრიმინაციაა ყველა სფეროში და უკრაინელებთან ერთად კვლავ ახორციელებენ სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე“, - თქვა ლავროვიმ.
დნესტრისპირეთის სეპარატისტები რუსეთს მოლდოვისგან "დაცვას" სთხოვენ. თვითგამოცხადებული "დეპუტატები" მოლდოვას "ეკონომიკურ ბლოკადასა" და "გენოციდში" ადანაშაულებენ. სეპარატისტები ამბობენ, რომ მოლდოვამ საქონლის მიწოდებაზე დამატებითი გადასახადები დააწესა.