"რუსეთის დემოკრატია საუკეთესოა" - პუტინის სპიკერი

რუსული დემოკრატია საუკეთესოა და ხელისუფლება მის შენებას გააგრძელებს- ამის შესახებ პუტინის სპიკერმა მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე გამოსვლისას განაცხადა.
"აღარ მოვითმენთ კრიტიკას ჩვენი დემოკრატიის მისამართით და მტკიცებას, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ მის შენებას გავაგრძელებთ". - ამბობს პესკოვი.
1-ელიდან 7 მარტამდე რუსეთში, სოჭში მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი იმართება. ღონისძიება, რომელიც ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილ დასახლება სირიუსში ტარდება.
ასევე ნახეთ: ქართველები პუტინის ახალგაზრდულ ფორუმზე - ვინ წავიდა სოჭში?