"მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა" - ბირთვულ ომზე პუტინის განცხადებას მაკრონი ეხმაურება
ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა.
საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი“.
ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა“, - განაცხადა მაკრონმა.
ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.