ხრისტო გროზევი: ტერაქტამდე ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა

22.03.24 23:22
ხრისტო გროზევი: ტერაქტამდე ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა

გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, მოსკოვში ტერორისტულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ФСБ-ს მიერ ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა - ამის შესახებ გროზევმა ტელეკომპანია Дождь-ის ეთერში ისაუბრა. 

გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, თუ ФСБ სავარაუდო თავდამსხმელად ISIS-ის გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, სიმართლე იქნება, თუმცა, გროზევი იმასაც ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან თავად ФСБ დგას, მიზანი კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა.

ამასთან, გროზევის თქმით, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) უკვე წელიწადზე მეტია რუსეთში ავღანელ ბოევიკებს წვრთნის.