"Crocus City Hall"-იდან სპეცრაზმელებს სავარაუდოდ ტერორისტები გამოყავთ (ვიდეო)

22.03.24 23:56
"Crocus City Hall"-იდან სპეცრაზმელებს სავარაუდოდ ტერორისტები გამოყავთ (ვიდეო)

ამ წუთებში "Crocus City Hall"-იდან სპეცრაზმელებს სავარაუდოდ ტერორისტები გამოყავთ - სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებიც საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ჩახოცეს, ასებული ინფორმაცით,სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

არსებული ცნობებით, დარბაზის შესასვლელში მეტალოდეტექტორები არ მუშაობდა, დაცვას კი არც სტუმრების ჩანთები შეუმოწმებია.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. 

 

მსგავსი სიახლეები