პუტინი პირველივე წუთებიდან ინფორმირებული იყო - პესკოვი მოსკოვში ტერაქტზე

23.03.24 00:01
პუტინი პირველივე წუთებიდან ინფორმირებული იყო - პესკოვი მოსკოვში ტერაქტზე

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, კროკუსში მომხდარი ტერაქტის შესახებ პუტინი პირველივე წუთებიდან ინფორმირებული იყო.

მისი თქმით, პრეზიდენტი მუდმივად იღებს განახლებულ ცნობებს იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.

პრეზიდენტი მუდმივად იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება და რა ზომებია მიღებული ყველა შესაბამისი სამსახურების მეშვეობით და აძლევს ყველა საჭირო მითითებას", განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.