რუსული მოხალისეთა კორპუსი - თავდასხმაში მონაწილეობა არ მიგვიღია
უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი დანაყოფი, რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК), მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.