თუ დადგინდება, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ, ყველა უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ - მედვედევი

23.03.24 00:15
თუ დადგინდება, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ, ყველა უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ - მედვედევი

მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ეხმაურება.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კიევის რეჟიმი მომხდართან რაიმე კავშირში აღმოჩნდება, კრემლი აუცილებლად უპასუხებს.

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. არანაირი სასამართლოები და გამოძიებები არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალას არ დავუპირისპირებთ, ხოლო სიკვდილს - ტერორისტების მასობრივ მკვლელობებსა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს.

თუ დადგინდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტები [იყვნენ], მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, ყველა მათგანი უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ, როგორც ტერორისტები. მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომელთაც ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინა. სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ,” - წერს მედვედევი.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.