არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ მოსკოვში თავდასხმასთან უკრაინას რაიმე კავშირი აქვს | თეთრი სახლი

23.03.24 00:23
არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ მოსკოვში თავდასხმასთან უკრაინას რაიმე კავშირი აქვს | თეთრი სახლი

თეთრი სახლი მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინულ მხარეს ვერ ხედავს - ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

კირბის თქმით, გავრცელებული თავდასხმის კადრები შემზარავი და ყოვლად აღმაშფოთებელი იყო.

საელჩო აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმის გარდაუვალი გეგმები აქვთ". - წერდა აშშ-ს საელჩო მოსკოვში.

ცნობისთვის, 7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საეოლჩოებიც.

3 დღის წინ პუტინმა ამას "პირდაპირი შანტაჟი" უწოდა. "ეს ყველაფერი აშკარა შანტაჟს და ჩვენი საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციის განზრახვას ჰგავს". - თქვა მაშინ პუტინმა.

მსგავსი სიახლეები