ყველა, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს - ნავალნაია

იულია ნავალნაიამ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა - დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აგოს პასუხი.
ნავალნაია დაღუპლთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.
რა კოშმარია კროკუსში. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვულოცავ დაშავებულებს. ამ დანაშაულში ყველა მონაწილე უნდა მოიძებნოს და პასუხი აგოს", - წერს ნავალნაია.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.