თუ აშშ-ს აქვს სანდო მონაცემები ტერაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს რუსეთს - ზახაროვა

23.03.24 00:43
თუ აშშ-ს აქვს სანდო მონაცემები ტერაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს რუსეთს - ზახაროვა

"თუ შეერთებულ შტატებს აქვს, ან ჰქონდა სანდო მონაცემები კროკუსში მომხდარი ტერაქტის შესახებ, ის დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს რუსეთს", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისრტოს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

ტერაქტთან დაკავშირებით კი, თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ არ არსებობს რაიმე სახის ინფორმაცია ტერაქტთან უკრაინელების კავშირის შესახებ და ამავდროულად, ამბობს, რომ აშშ აკვირდება ვითარებას.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.