ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

23.03.24 01:42
ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე წერს

ევროკავშირი შოკირებულია და აღშფოთებულია მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

თანავუგრძნობთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა - ნათქვამია X-ზე. 

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.    

მსგავსი სიახლეები