პუტინმა 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა

23.03.24 17:13
პუტინმა 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა - რუსეთის დიქტატორმა ამის შესახებ განცხადება მაშინ გააკეთა, რაც ტერაქტიდან 20 საათის გასვლის შემდეგ მოსახლეობას მიმართა.

პუტინი მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში, ფაქტობრივად, უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ტერაქტში მონაწილე ყველა ადამიანს იპოვის და საკადრისად დასჯის.

ცნობისთვის,  22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 145-მდე გაიზარდა.