ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის

25.03.24 20:43
ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის -  ისრაელის პრემიერმა რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, შტატების გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს.

ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები