დაკარგულების ამოყვანაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომლებიც შეიძლება წყალში რჩებიან - ბალტიმორის მერი

"ენით აუწერელი ტრაგედია" - ასე ეხმაურება ბალტიმორის მერი ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას. CNN-თან ინტერვიუში მერი ამბობს, რომ ახლა დაკარგული მოქალაქეების პოვნაზე უნდა ფოკუსირდეს ყველა.
ყველა ფოკუსირებული უნდა იყოს იმ ოჯახებზე, რომლებსაც აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა მათი ოჯახის წევრები სახლებში დაბრუნებას", - თქვა სკოტმა.
ბალტიმორში გემის შეჯახების შედეგად, ფრენსის სკოტის ხიდი ჩაინგრა, - საერთაშორისო მედიის ცნობით, რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა.