"ოცნება" ძირს უთხრის მიღწეულ შედეგს - ფოტიგა რუსულ კანონზე

"საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის მიღწეულ შედეგს", - ასე აფასებს ანა ფოტიგა "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას.
ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოცემული ინიციატივით ოლიგარქის გუნდი საზოგადოების დაყოფას ცდილობს.
ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ახდენს ზეწოლას და ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს - კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.