საპროტესტო გაზაფხული დაანონსებულია - მარტის აქციების მონაწილეები ისევ ქუჩაში გასასვლელად ემზადებიან

საპროტესტო გაზაფხული დაანონსებულია. მარტის აქციების მონაწილეები ისევ ქუჩაში გამოსასვლელად ემზადებიან. ეს ის ხალხია, ვინც ერთი წლის წინ ქვეყნას რუსული კანონისგან საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე იცავდა. "ოცნების" პოლიტიკურმა ავანტიურამ შესაძლოა ქვეყანა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენოს, ამიტომ ხალხი თავად აპირებს საკუთარი არჩევანის დაცვას. მათ შორის ის სტუდნტებიც, რომლებმაც მარტის აქციების დროს გადამწყვეტი სიტყვა თქვეს.
ხელისუფლების მეორე მცდელობას, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დატოვოს უკვე მოყვა მარტის აქციების მონაწილეების მწვავე რეაქცია. ეს ქვეყანა ჩვენია და არა უსამშობლოების - ამბობს ქალი ევროკავშირის დროშით. "გაუგონარ წუმპეში ვართ" წერს სოციალურ ქსელში პიანისტი გიორგი გიგაშვილი. ეს შეფასებების მცირე ნაწილია. ახლა ყველა ქუჩაში გასასვლელად ემზადება.
როდის იგეგმება კიდევ ერთი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ? - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.