მოვუწოდებთ "ოცნებას," დაუყოვნებლივ გაიწვიოს - Freedom House რუსულ კანონზე

06.04.24 10:59
მოვუწოდებთ "ოცნებას," დაუყოვნებლივ გაიწვიოს - Freedom House რუსულ კანონზე

რუსულ კანონს არას ეუბნება Freedom House-იც. გავლენიანი საერთაშორისოო ორგანიზაცია მათ რიგებშია, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მეგობრულ რჩევას აძლევს და უთვლის, რომ სადავო კანონპროექტი პარლამენტიდან უკან უნდა გაიწვიონ. ვართ შეშფოთებულებიი კანონის ხელახალი ინიცირებით - წერს პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ადვოკატირებით ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზეე წონიანიი ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში. 

Freedom House-ის შეფასებით, რუსული კანონის მიღებით, საქართველო  მხოლოდ რუსეთსაა და ყირგიზეთს გაუთანაბრდება, ქვეყნებს, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას ავტო-კრატიული წესებით გუდავენ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს.

"უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს - ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია "ქართულ ოცნებას," დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი," - წერს Freedom House X-ზე.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.