"როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან!" - კრამონი გრიგორიადისის შეწყალებაზე

12.04.24 23:56
"როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან!" - კრამონი გრიგორიადისის შეწყალებაზე

ვიოლა ფონ კრამონი მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ეხმაურება.

"როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან" - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

კრამონი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან! მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის!". - წერს კრამონი.

პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "TV პირველის" ეთერში დააანონსა: "ლაზარეს შეწყალება დილის 10 საათზე გადავწყვიტე" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.