ირანმა ისრაელს დაარტყა - ასობით დრონის უმეტესობა ჰაერშივე გაანეიტრალეს

ირანმა ისრაელს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. CNN-ის ინფორმაციით, ერთ ღამეში თეირანიდან, ერაყიდან და იემენიდან ჯამში ისრაელისკენ 500-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. 500-დან უმეტესობა ჰაერში გაანეიტრალეს. ნაწილი ისრაელის საჰაერო ძალებმა, ნაწილი კი ისრაელის პარტნიორებმა სირია-ერაყის საზღვარზე ჩამოყარეს.
ამ ფონზე ირანი იორდანიას ომის გამოცხადებით დაემუქრა, რადგან იორდანიამ გახსნა საჰაერო სივრცე ამერიკის ავიაციისთვის, რომელიც ისრაელს ეხმარებოდა. ჰეზბოლამ კი ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია ლიბანიდან დაანონსა. ისრაელისკენ ნასროლი რამდენიმე ფრთოსანი რაკეტამ საჰაერო გუმბათი მაინც გაარღვია. დაბომბილია სტრატეგიული ობიექტები. მსხვერპლი არ არის. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის ომის კაბინეტი ირანზე მძლავრი იერიშის დაწყებას დაეთანხმა.