სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა - დაღუპულია 6 ადამიანი

14.04.24 14:30
სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა - დაღუპულია 6 ადამიანი

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის სავაჭრო ცენტრ Westfield Bondi Junction-ში დანით თავდასხმას 6 ადამიანი ესმხვერპლა. ამის შესახებ TASS ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, არიან დაშავებულებიც. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზოგიერთი მათგანის მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, უცნობი პირი მარტო მოქმედებდა. ის ლიკვიდირებულია. თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


 

მეექვსე გარდაცვლილი 38 წლის ქალია, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ცხრა თვის ბავშვი, რომელიც ასევე დაშავდა, მკურნალობას გადის. 

მსგავსი სიახლეები