მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ისრაელზე ირანის თავდასხმას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს და მხარეებს წინდახედულობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და უნდა იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად.
მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, - წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ისრაელს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.