რუსეთში დაგეგმილი სარაკეტო წვრთნები უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასავლეთის განცხადებებს უკავშირდება - პესკოვი

"რუსეთის მიერ დაანონსებული სარაკეტო წვრთნები უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის განზრახვის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების განცხადებებს უკავშირდება" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარების რუსი სამხედროების პირისპირ დაყენება სურთ.
თუ მკითხავთ, დასავლეთის წარმომადგენლების რომელ განცხადებებზეა საუბარი, ცხადია, რომ საუბარია ბატონი მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებაზე. მოგეხსენებათ, მათ ასევე შეუერთდა აშშ-ს სენატის წარმომადგენელი, რომელიც, თუ არ ვცდები, უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტები გაგზავნისთვის მზადყოფნაზე და განზრახვაზეც კი საუბრობდა.
ეს არის დაძაბულობის ესკალაციის სრულიად ახალი რაუნდი, ეს უპრეცედენტოა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს“, - დასძინა პესკოვმა.
ვლადიმერ პუტინმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით სამხედრო წვრთნებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.