ევროპულ ოჯახში გაერთიანების შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან - ჰერჩინსკი

"საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
დიპლომატი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვან და ქვეყანას ევროპულ ოჯახში გაერთიანების შესაძლებლობა არ დაუკარგონ.
"ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა, გელოდებით!" - აცხადებს ჰერჩინსკი და იქვე დასძენს, რომ დროა, საქართველომ საკუთარი მიზანი საბოლოოდ აისურლოს.
საქართველოს მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს. წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!" - ამბობს ჰერჩინსკი.