ევროკავშირი საქართველოსთვის ამზადებს განცხადებას იმ შემთხვევისთვის, თუ ხვალ უცხოელი აგენტების კანონზე საბოლოო კენჭისყრა იქნება - იოზვიაკი

13.05.24 20:46
ევროკავშირი საქართველოსთვის ამზადებს განცხადებას იმ შემთხვევისთვის, თუ ხვალ უცხოელი აგენტების კანონზე საბოლოო კენჭისყრა იქნება - იოზვიაკი

"ევროკავშირი საქართველოსთვის ამზადებს განცხადებას იმ შემთხვევისთვის, თუ ხვალ უცხოელი აგენტების კანონზე საბოლოო კენჭისყრა იქნება" - ამის შესახებ განცხადება რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკიმ გააკეთა.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, საიდანაც ირკვევა, რომ ევროკავშირი "ოცნების" გადაწყვეტილებას ელოდება.

EU საქართველოსთვის განცხადებას ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ ხვალ უცხოელი აგენტების კანონზე საბოლოო კენჭისყრა იქნება. სავარაუდოდ, ეს მხოლოდ EU-ის საგარეო პოლიტიკის უფროსის ბორელის განცხადებაა ამ მომენტში, რადგან უნგრეთსა და სლოვაკეთს აქვთ დათქმები," - წერს იოზვიაკი.

რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე დამტკიცებულია - კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი 1 წუთსა და 4 წამში დაუჭირა. სხდომა ისე დაიწყო, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები