რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე 1 წუთსა და 4 წამში დაამტკიცეს

13.05.24 09:09
რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე 1 წუთსა და 4 წამში დაამტკიცეს

რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე დამტკიცებულია - კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი 1 წუთსა და 4 წამში დაუჭირა. სხდომა ისე დაიწყო, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები არ იმყოფებოდნენ დარბაზში.

"ოცნებამ" 40 წამში მიიღო კანონი:

  • იურიდიულმა კომიტეტის სხდომა 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:14-ზე დაიხურა.
  • რეგლამენტის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განიხილავენ.

სასესიო სხდომაზე რუსული კანონი ხვალ დამტკიცდება.

"ქართულმა ოცნებამ" კანონი მესამე მოსმენით სპეცრაზმის ალყაში მოქცეულ პარლამენტში დაამტკიცა. 

პარლამენტთან აქცია გრძელდება. სიტუაცია დაძაბულია - რამდენმჯერმე სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს და ძალის გამოყენებით დააკავეს დემონსტრანტები - კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები მოქალაქეებს.