"ქართულ კოშმარს" არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები...ეს პუტინიზმია - პავილიონისი

16.05.24 14:56
"ქართულ კოშმარს" არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები...ეს პუტინიზმია - პავილიონისი

"ქართულ კოშმარს" არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები - ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აკეთებს.

ევროპელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ რუსული კანონის შემოღებით ადამიანთა თავისუფლება და განსხვავებული აზრი ჩაიხშობა.

პავილიონისი რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას "პუტინიზმს" უწოდებს.

"ქართულ კოშმარს" არ ესმის ძირეული ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კოპენჰაგენური კრიტერიუმები - დემოკრატია - დაწყებული შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით. პუტინის კანონის შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ. ეს პუტინიზმია." - წერს პავილიონისი.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს პროტესტში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და მას ბრალ "ფარისევლობასა და ქვეყნის აყირავების" მცდელობაში სდებს.  

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი მერე უკვე ბრიფინგიდან დაესხა თავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს. 

არასწორი საქციელი, ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის - ასე შეაფასება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადება.