ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ - ჰელსინკის კომისია
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ "X"-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ჰელსინკის კომისია ქართველ ერს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.
MEGOBARI Act - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის კონგრესს რამდენიმე საათში წარედგინება.
დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონის პროექტი მზადაა.
გამოცემის ინფორმაციით, მათ ნახეს სანქციების კანონპროექტის დრაფტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებაზე, შეიძლება დაემუქროთ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინება.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯო უილსონი კანონპროექტს ორშაბათს წარადგენს.
ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.