EU უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 24 ივნისს გეგმავს - Politico
უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ EU ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას 24 ივნისს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „Politico“ ავრცელებს. გამოცემას ხუთი დიპლომატი ანონიმურად ესაუბრა. გამოცემის ცნობითვე, უკრაინისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთია.
ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ [კიევს] აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით", - წერს გამოცემა.
დიპლომატები "პოლიტიკოსთან" ამბობენ, რომ უკრაინა ჩართული იყო ინტენსიურ ორმხრივ დისკუსიებში ბუდაპეშტთან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც 11-პუნქტიან დოკუმენტშია ასახული.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბრის შემდეგ, კიევმა ბუდაპეშტს ყველა პუნქტის გამოსასწორებელი გზები შესთავაზა.
გამოცემის თანახმად, კიდევ ერთი დაბრკოლება შესაძლოა ნიდერლანდები აღმოჩნდეს, რომლის ახალი მმართველი კოალიცია გაფართოების წინააღმდეგია.