ნატოს სამიტი პრაღაში და უკრაინისთვის მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - რას ამბობს ბლინკენი

31.05.24 15:12
ნატოს სამიტი პრაღაში და უკრაინისთვის მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - რას ამბობს ბლინკენი

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამ წუთებში, ჩეხეთის დედაქალაქია - პრაღაში ნატო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. სამიტს წინ უძღვოდა, ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლებმაც უფლება მისცეს უკრაინას მათი იარაღით, იერიში რუსეთის ტერიტორიაზეც მიიტანოს. 

ამ გადაწყვეტილებას რუსეთ-უკრაინის ომი სულ სხვა ფაზაში გადაჰყავს. შორი მოქმედების რაკეტებს შეუძლია რუსეთის სამხედრო ბაზების და საწყობების განადგურება. უკრაინას მათი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედების უფლება მისცეს ამერიკამ და გერმანიამაც. ახლა რიგში სხვა ქვეყნები არიან. 

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ნატომ თავისი სიძლიერე კიდევ უფრო უნდა აჩვენოს.

ჩვენ გვაქვს ალიანსი, რომელიც უფრო ძლიერია, უფრო დიდია და იქნება უკეთესი რესურსებით. ჩვენ აღვნიშნავთ წელს 75 წლისთავს ყველაზე ძლიერი ალიანსის დაარსებიდან, მაგრამ ახლა ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორ მოემზადება და როგორ გაძლიერდება შემდეგი 75 წლისთვის. ჩვენ ვიღებთ მნიშნველოვან გადაწყვეტილებებს ან გადაწყვეტილებების სიას, რომელიც შეეხება უკრაინისთვის დახმარებას, ალიანსის გაზრდას და გაძლიერებას. ამიტომ კიდევ ერთხელ, ნატოს ალიანსი ძლიერდება", - განაცხადა ბლინკენმა.
 

"უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები