"აღშფოთებული ვართ" - მიშელი, მეცოლა და ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობენ

08.06.24 10:55
"აღშფოთებული ვართ" - მიშელი, მეცოლა და ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობენ

დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მომხდარის გამო აღშფოთებულები არიან. 

„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შემზარავია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. იყავი მტკიცედ, მეტე!”- წერს რობერტა მეცოლა.

„აღშფოთებული ვარ დღეს ღამით კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით. მე მკაცრად ვგმობ ამ მხდალი აგრესიის აქტს. მთელი ჩემი ფიქრები შენთან და შენს ოჯახთანაა, ძვირფასო მეტე და იმედი მაქვს, რომ მალე გადალახავ ამ საშინელ თავდასხმას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

„ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა.

მსგავსი სიახლეები