მკაცრად ვგმობ, დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია. მკაცრად ვგმობ ამ ფაქტს და მეტე ფრედერიქსენს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
დანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა.