დარწმუნებული ვარ საქართველოს მომენტიც დადგება - ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე

27.06.24 20:26
დარწმუნებული ვარ საქართველოს მომენტიც დადგება - ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე

ევროკავშირმა დაამტკიცა მოლაპარაკების გახსნის ჩარჩო უკრაინასთან და მოლდოვასთან და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, დარწმუნებული ვარ საქართველოს მომენტიც დადგება  - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

ზელენსკიმ რუსეთი შეტევებზე და უკრაინის სიმამაცეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთზე დაწესებული ზეწოლა არ არის საკმარისი.

ევროკავშირმა დაამტკიცა მოლაპარაკების გახსნის ჩარჩო უკრაინასთან და მოლდოვასთან და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, ესაა ევროპის ისტორიული არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ევროპული ერი, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებილებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ეს ასეა უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, ბალკანეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსთვოს და დარწმუნებილი ვარ საქართველოს მომენტიც დადგება.

მაისში პუტინმა სცადა ომის გაფართოება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი შეტევის წამოწყებით. ჩვენი ხალხის სიმამაცისა და თქვენი, ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებების წყალობით, ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა. თუმცა რუსეთის ამ ახალმა შეტევამ დაადასტურა, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთზე დაწესებული ზეწოლა არ არის საკმარისი და ახლა ჩვენ ვხდავთ, როგორ იწყება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების მოხსნა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს და გავაძლიეროთ სანქციები, რადგან პუტინის რეჟიმი ეყრდნობა ასეთ ფინანსებს", - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინამ EU-სთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა. 

Reuter-ის ცნობით, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება ბლოკს ავალდებულებს, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის 9 სფეროში, მათ შორისაა იარაღის მიწოდება, სამხედრო წვრთნა და სხვა.

ევროკავშირის 27 ლიდერი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობს. მათ შორის საქართველოზე. სწორედ სამიტის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რას უპასუხებს  ბრუსელი  საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას. 

მსგავსი სიახლეები